რამზან კადიროვის ვაჟს სერბეთის მთავრობამ მოქალაქეობა მიანიჭა

ონლაინ მედიაგამოცემა “სააგენტო” წერს, რომ სერბეთის მოქალაქეობის მიღებამდე, ალი კადიროვმა გასული წლის დეკემბერში ოფიციალურად შეიცვალა გვარი ჩეჩნეთის რეესტრის მეშვეობით.
ონლაინ მედიაგამოცემა “სააგენტო” წერს, რომ სერბეთის მოქალაქეობის მიღებამდე, ალი კადიროვმა გასული წლის დეკემბერში ოფიციალურად შეიცვალა გვარი ჩეჩნეთის რეესტრის მეშვეობით.

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის 19 წლის ვაჟმა სერბეთის მოქალაქეობა მიიღო და შეუძლია ევროპაში უვიზოდ იმოგზაუროს. ამ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული ფონდი“.

მათი გამოკვლევის თანახმად, ალი კადიროვის ვაჟს მოქალაქეობა მიენიჭა სერბეთის მთავრობის 2025 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით - ალი რამზანის ძე მუსაევის სახელზე.

მთავრობის გადაწყვეტილებაში, რომელიც ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა, მუსაიევის მამის სახელად მითითებულია რამზანი. აგრეთვე აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა კაცი დაბადებულია 2006 წლის 14 დეკემბერს რუსეთის ქალაქ ცენტროიში და რუსეთის მოქალაქეობას ფლობს.

“ანტიკორუფციული ფონდი” აცხადებს, რომ ყველა მონაცემი, გვარის გარდა, ემთხვევა ალი კადიროვისას.

ონლაინ მედიაგამოცემა “სააგენტო” წერს, რომ სერბეთის მოქალაქეობის მიღებამდე, ალი კადიროვმა გასული წლის დეკემბერში ოფიციალურად შეიცვალა გვარი ჩეჩნეთის რეესტრის მეშვეობით.

სერბეთის მთავრობამ მყისიერად არ უპასუხა რადიო თავისუფალი ევროპის (რთე) შეკითხვას - იცოდა, თუ არა, რომ ალი რამზანის ძე მუსაიევი ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის ვაჟია.

რთე-მ სერბეთის მთავრობას ჰკითხა აგრეთვე - რის საფუძველზე მიენიჭა რამზან კადიროვის ვაჟს მოქალაქეობა.

“ანტიკორუფციული ფონდი” ირწმუნება, რომ ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟმა მუსაიევის გვარით ასზე მეტჯერ იმოგზაურა უცხოეთში და თითქმის ყოველთვის კერძო თვითმფრინავით და უმრავლესად დუბაიში.

ფონდის ინფორმაციით, მუსაიევის გვარით კადიროვის ოჯახის სხვა წევრებიც - ადამი, ახმატი, ტაბარიკი და მედნი (ორი ვაჟი, ქალიშვილი, და ცოლი) მოგზაურობენ.

“ანტიკორუფციულმა ფონდმა”, რომელიც 2011 წელს ალექსეი ნავალნიმ დააფუძნა, სერბეთის ხელისუფლებას ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟისთვის სერბეთის პასპორტის ჩამოთვმევა მოსთხოვა.

მიმდინარე წლის აპრილში სერბეთის მთავრობამ მოქალაქეობა მიანიჭა რამზან კადიროვის დისშვილს იაკუბ ზაქრიევს, თუმცა ის სერბეთის მოქალაქე იყო მხოლოდ ოთხი დღით. მთავრობას კი არ გაუმჟღავნებია მოქალაქეობის არც მინიჭების და არც ჩამორთმევის მიზეზები.

ზაქრიევი აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სანქცირებულთა სიაშია, რუსეთის ინსტიტუტებთან მისი კავშირის გამო.

აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია თავად რამზან კადიროვი, რომელსაც წლებია ბრალად ედება ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები, ადამიანების გატაცების, წამების, მკვლელობისა და ლგბტ თემის წარმომადგენელთა დევნის გამო.

სერბეთის მთავრობა განაგრძობს რუსეთის მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პრაქტიკას, ბრიუსელისგან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რადგან სერბეთის მოქალაქეობა პირს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას აძლევს.

23 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროპის რამდენიმე ქვეყნის ჟურნალისტების ერთობლივი გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც, რუმინეთში მოქმედი დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც უცხო ქვეყნების და მათ შორის რუსეთის მოქალაქეებს დოკუმენტების გაყალბების გზით რუმინეთის პასპორტების მიღების შესაძლებლობას აძლევდა.

​
XS
SM
MD
LG