სამარის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ ფედორიშჩევის მიერ სოციალური ქსელებით 25 ნოემბერს დილით გავრცელებული ცნობებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა „ჩამოაგდეს” 145-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, „არის შედეგები მიწაზე”, დაიღუპა ერთი ადამიანი. გუბერნატორის თანახმად, რეგიონში ნაწილობრივ შეწყვეტილია ენერგომომარაგება.
სამარის მერის, ივან ნოსკოვის ინფორმაციით, ქალაქის კუიბიშევის რაიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეაჩერეს.
„როსნეფტის“ ქარხნები
მონიტორინგის უკრაინული არხების, Supernova+-ის და Exilenova+-ის ცნობით, შეტევა იყო ქალაქებში, სამარასა და სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ორივე კომპანია „როსნეფტისაა“.
დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა, რომ შეტევა იყო „კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე”, რომელიც ქალაქ სამარაშია და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ქალაქ სიზრანში.
- „კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა” მდებარეობს ქალაქ სამარის კუიბიშევის რაიონში, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასწავლო პროცესი შეაჩერა, თუმცა უშუალოდ ქარხანაზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.
ფორუმი