ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში 1,5 მლნ ლარის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკი მომდევნო წლის 1 თებერვლიდან კიდევ უფრო ამკაცრებს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის წესებს. გადაწყვეტილება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე დღეს, 25 ნოემბერს, მიიღეს.

არსებული წესით, უცხოურ ვალუტაში სესხის აღება შესაძლებელია:

  • ​თუკი ადამიანს ხელფასი ერიცხება იმავე ვალუტაში;
  • თუკი თანხის მოცულობა ეკვივალენტ ლარში 1 000 000 ლარზე ნაკლებია.

2027 წლის 1 თებერვლიდან კი ადამიანს, რომელსაც ლარში აქვს შემოსავალი, უცხოურ ვალუტაში ფულის სესხება შეეძლება, თუკი 1,5 მლნ ლარის ეკვივალენტზე მეტი დასჭირდება.

„ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, ფინანსურ სექტორთან კოორდინაციითა და არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის თანმიმდევრულ განხორციელებას განაგრძობს“, - წერია ბანკის განცხადებაში.

უცხოურ ვალუტაში სესხის აღებაზე შეზღუდვების დაწესება 2017 წლის 20 იანვრიდან დაიწყო. თავდაპირველად ლიმიტი 100 000 ლარი იყო, 2019 წლის 23 იანვრიდან კი 200 000 ლარამდე გაიზარდა. მას შემდეგ ეს რიცხვი მუდმივად მზარდია.

​
XS
SM
MD
LG