რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ოყუჯავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს - ეს მუხლი გულისხმობს: "ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას."
იმ დროს, როცა ოყუჯავა დადიანების სასახლის ხელმძღვნელის პოსტზე დაინიშნა, ზუგდიდის მუზეუმის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობდა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის "ფონდი ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით - ახალი ხელმძღვანელისთვის დასახული ამოცანა კი მუზეუმის ინვენტარიზაციის ჩატარება იყო 4 თვის ვადაში.
"ანზორ ოყუჯავა იყო რამდენიმე ხნის წინ მუზეუმის თანამშრომელი და ახლა არ არის, გათავისუფლებულია ჩემი ბრძანებით, 1 თვეზე მეტია. იმიტომ გათავისუფლდა, რომ არ იქცეოდა შესაბამისად, ბრძანებაში წერია ეს, მე არ მომეწონა მისი მოქმედება, შესაბამისი და ადეკვატური არ იყო სამსახურში, ამიტომ მივიღე მისი გათავისუფლების შესახებ," - ამბობს კალანდია ყოფილ კოლეგაზე ტვ პირველთან.
ფორუმი