27-28 ნოემბრის ღამეს რუსეთის ჯარებმა უკრაინის მიმართულებით გაუშვეს 162 დრონი, რომელთაგან 141 ჩამოაგდეს, იტყობინებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები.
„დაფიქსირებულია მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებების მოხვედრა 13 ადგილზე, ასევე ჩამოგდებული სამიზნეების ნამსხვრევების ჩამოვარდნა 7 ადგილზე“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
კიევის ოლქის ქალაქ ბელაია-ცერკოვში შეტევის შედეგადდაშავდა ქალი. საოლქო ადმინისტრაციის მონაცემებით, ხანძარი გაჩნდა გარაჟების კოოპერატივის ტერიტორიაზე. დაზიანდა ექვსი გარაჟი, ასევე აფეთქების ტალღამ ფანჯრები დააზიანა ორი მრავალსართულიანი სახლის ბინებში.
ხარკოვში შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა მებაღეობის ამხანაგობის ტერიტორიაზე: იწვოდა საცხოვრებელი სახლი და გარაჟი. როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იტყობინება, არავინ დაშავებულა.
ფორუმი