სააკაშვილის მომხრეებმა გაარღვიეს კორდონი შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან გადავიდა უკრაინის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც მისმა ასობით მომხრემ უპრობლემოდ გაარღვია სამხედროების კორდონი შეგინის გამშვებ პუნქტზე. 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა სააკაშვილს, ხოლო 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო თხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე. (რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ვიდეო)
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი