განახლებული „აღმაშენებელი“
25 სექტემბერს, საფუძვლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, გაიხსნა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტირებული მონაკვეთი. პირვანდელი სახით აღდგა 47 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შეკეთდა შენობების სახურავები, ფასადები და ორნამენტები, გამაგრდა საძირკვლები. რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს, ჭიშკრებს, სადარბაზოებს. ასევე, აღდგენილ იქნა სადარბაზოებსა და ფასადებზე აღმოჩენილი მხატვრობა და ისტორიული წარწერები. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა: გაზის, წყლისა და კანალიზაციის მილები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, გამწვანდა ტერიტორია. რესტავრაციის შემდეგ აღმაშენებლის გამზირის ეს ნაწილი საფეხმავლო ზონად გამოცხადდა.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"