Accessibility links

რას გვეუბნება აი ვეივეის „მოგზაურობის კანონი“?

„წარმოდგინეთ, რომ ხართ მწერი, რომელიც შუაგული ტბის ზედაპირზე მოტივტივე ფოთოლზე ზის“ – ასე აღწერს აი ვეივეი იმ შეგრძნებას, რომელიც კუნძულ ლესბოსზე ნახევრად ჩაძირული ნავის ნახვის შემდეგ დაეუფლა. აქ დაიწყო თანამედროვეობის გამორჩეული არტისტის მოგზაურობა მიგრანტთა მარშრუტზე, რომელიც მის უახლეს ნამუშევარში აისახა.
პრაღის ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი მრავალშრიანი ინსტალაცია მიგრანტთა კრიზისის თემაზე ვეივეის ერთწლიანი მუშაობის კულმინაციაა. გალერეის პოსტინდუსტრიულ ნაწილში მოთავსებულ 70 მეტრის სიგრძის გასაბერ ნავს 258 ლტოვილი გადაჰყავს. ამავე შენობის პირველ სართულზე გამოფენილი ლტოვილთა ტანსაცმელი და ფეხსაცმელები კი არტეფაქტია, რომელიც ეხმიანება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კატასტროფას.
ინსტალაციის ოფიციალურ გახსნამდე აი ვეივეიმ და გამოფენის კურატორმა ირჟი ფაიტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ნამუშევარი სახელწოდებით „მოგზაურობის კანონი“ 2018 წლის 7 იანვრამდე დარჩება პრაღის ეროვნულ გალერეაში.
მეტი აჩვენე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG