გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელშიც იხილავთ რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების მეცამეტე დღეს, 18 აგვისტოს გადაღებულ საინტერესო კადრებს.
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეცამეტე
11
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქალთა ასპარეზობაში (63 კგ-მდე წონითი კატეგორია) ჩემპიონის წოდება მოიპოვა იაპონელმა რისაკო კავაიმ (მარცხნივ), რომელმაც ფინალში სძლია ბელორუს მარია მამაშუკს.
12
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქალთა ტურნირში (63 კგ-მდე წონითი კატეგორია) მესამე ადგილი დაიკავა ყაზახეთის წარმომადგენელმა ეკატერინა ლარიონოვამ.
13
რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი იუსეინ ბოლტი 200 მეტრზე რბენაში გამარჯვების შემდეგ.
14
აფროსანთა ოლიმპიური შეჯიბრების მომენტი.