ფოტოგალერეაში იხილავთ XXXI ოლიმპიური თამაშების მე-11 დღეს, 16 აგვისტოს, გამართული ასპარეზობების საინტერესო მომენტებს.
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეთერთმეტე
1
ზემძიმე წონაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
2
უკრაინელ ტანმოვარჯიშეს, ოლეგ ვერნიაევს, ბადალი არ ჰყავდა ორძელზე ვარჯიშში.
3
66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ფინალური შეხვედრა: დავორ შტეფანეკი (სერბია, წითელი ტრიკოთი) - მიგრან არუთინიანი (სომხეთი). გამარჯვება სერბ მოჭიდავეს დარჩა.
4
ამავე წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე გავიდა 22 წლის ქართველი ფალავანი შმაგი ბოლქვაძე.
5
98 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირში ყველას აჯობა არტურ ალექსანიანმა (სომხეთი).
6
თავისუფალ ვარჯიშში გამარჯვებით ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ სიმონ ბაილსმა მეოთხე ოლიმპიური "ოქრო" მოიპოვა.
7
100 მეტრზე თარჯრბენი ქალთა შორის.
8
ქალთა შორის 25-კილომეტრიანი რბოლის ("ომნიუმის") ერთი ეპიზოდი. ამ სახეობაში გაიმარჯვა ბრიტანელმა ველომრბოლელმა ლორა ტროტმა.
9
სამხტომში ოლიმპიური ჩემპიონის წოდება შეინარჩუნა ამერიკელმა ქრისტიან ტაილორმა.
10
ყაზახი მოკრივე ჟაინა შეკერბეკოვა 51 კგ-მდე წონითი კატეგორიის სპორტსმენთა მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში.