გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელშიც იხილავთ რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების მეთოთხმეტე დღეს, 19 აგვისტოს გადაღებულ საინტერესო კადრებს.
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეთოთხმეტე
11
ბრიტანელი ლიამ ჰითი ერთადგილიანი ბაიდარებით 200 მეტრზე სპრინტის დისტანციაზე.
12
ცოტაც და ამერიკელი ტიანა ბარტოლიტა გამარჯვებას მოუტანს თავის გუნდს 4x100 მეტრზე ქალთა ესტაფეტაში.
13
ავსტრალიელი დევიდ ანდერსონი (შუაში) სერბიის გუნდის წევრებთან ჭიდილში კალათბურთელ ვაჟთა ტურნირის მატჩში, რომელშიც სერბებმა გაიმარჯვეს - 87:61.
14
გახარებული მალაიზიელი ჩონ ვეი ლი ჰაერში ახტა, მას შემდეგ რაც ჩინელი ლინ დანი დაამარცხა ბადმინტონში ვაჟთა ტურნირის ნახევარფინალში.
15
თავისუფალი სტილით მოჭიდავეების, ყაზახი გალიმჟან უსერბაევისა (ზევიდან) და მოლდაველი ევგენი ნედალკოს ორთაბრძოლა ვაჟთა შორის 74 კგ-მდე წონითი კატეგორიის ტურნირში.
16
ველოსიპედისტ ვაჟთა კროსის მეოთხედფინალი.
17
ამერიკელი მხედარი მაკლეინ უორდი წყლის წინაღობის დაძლევისას ცხენოსანთა ოლიმპიურ ცენტრ დეოდოროში.
18
ხუთჭიდელ ქალთა შეჯიბრი ფარიკაობაში.