გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელშიც იხილავთ რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების მეთოთხმეტე დღეს, 19 აგვისტოს გადაღებულ საინტერესო კადრებს.
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეთხუთმეტე
1
ხუთი წლის რიო-დე-ჟანეიროელი ჟოაკიმ ვილანო ბიძამისის მხრებზე მჯდომი აღნიშნავს ფეხბურთელ ვაჟთა პირველობის ფინალურ მატჩში ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებას გერმანიის გუნდთან.
2
რუსმა ტანმოვარჯიშემ, მარგარიტა მამუნმა აბსოლუტურ პირველობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
3
რუსეთის წარმომადგენელი აბდულრაშიდ სადულაევი (მარცხნივ) და თურქი სელიმ იასარი 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ფინალში. ჩემპიონობა სადულოევმა მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები ერგოთ აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვსა და ამერიკელ ჯეი დენ კოქსს.
4
ჩერნოგორიისა და იტალიის წყალბურთელთა მატჩი ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად. გაიმარჯვეს იტალიელებმა. ოქროს მედლები სერბიის ნაკრებმა მოიპოვა, ვერცხლისა კი - ხორვატიის გუნდმა.
5
შეტევაზეა ჩინელი რუოკი ჰუი (მარჯვნივ). ჩინეთისა და სერბიის ნაკრებ გუნდებს შორის შეხვედრაში ჩინელებმა გაიმარჯვეს - 3:1.
6
ვაჟთა თანამედროვე ხუთჭიდში გამარჯვებულები კვარცხლბეკისკენ მიემართებიან: ოქროს მედალოსანი, რუსეთის წარმომადგენელი ალექსანდრ ლესუნი (შუაში), ვერცხლის მედალოსანი, უკრაინელი პავლო ტიმოჩენკო (მარცხნიდან მეორე) და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ისმაელ მარკელო ერნანდეს უსკანგა მექსიკიდან.
7
ქალთა ტრიატლონის ფინალი. ოქროს მედალი მოიპოვა გვენ ჯორგენსენმა აშშ-იდან. "ვერცხლის" მფლობელი გახდა შვეიცარიელი ნიკოლა სპირიგი, "ბრინჯაო" კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს, ვიკი ჰოლანდს ერგო.
8
მო ფარა (დიდი ბრიტანეთი) ზეიმობს 5000 მეტრზე რბენაში ოლიმპიურ გამარჯვებას, რომელიც ზედიზედ მეორეა მის სპორტულ კარიერაში. იგი დიდი ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მძლეოსანია.
9
კანადელი კორი ჯარვისისა (მარცხნივ) და ირანელი კომეილ ნემატ ღასემის საკვალიფიკაციო ორთაბრძოლა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 125 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ოქროს მედალი თურქმა თაჰა აკგულმა მოიპოვა, ღასემის ვერცხლის მედალი ხვდა წილად, ბელორუს მოჭიდავეს, იბრაჰიმ საიდოვსა და ქართველ გენო პეტრიაშვილს კი - "ბრინჯაო".
10
125 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, სომხეთის წარმომადგენელი ლევან ბერიანიძე (მარცხნივ) და ბელორუსი იბრაჰიმ საიდოვი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში.