გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელშიც იხილავთ რიო-დე-ჟანეიროში დამთავრებული ოლიმპიური თამაშების ბოლო დღეს, 21 აგვისტოს გადაღებულ საინტერესო კადრებს.
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეთექვსმეტე
1
65 კგ-მდე წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი მოიგო სოსლან რამონოვმა (რუსეთი, ლურჯი ტრიკოთი). ფინალურ ორთაბრძოლაში მან აზერბაიჯანელი თოღრულ ასგაროვი დაამარცხა.
2
მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ჯგუფურ ასპარეზობაში გაიმარჯვა რუსეთის ნაკრებმა.
3
ასე აღნიშნა ფინალურ მატჩში გამარჯვება ბრაზილიის ფრენბურთელ ვაჟთა ნაკრებმა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში სძლია იტალიის ეროვნულ გუნდს.
4
Fazliddin Gaibnazarov of Uzbekistan (in red) defeated Cuban-born Lorenzo Sotomayor Collazo, representing Azerbaijan, in the light welterweight final. Russia's Vitaly Dunaytsev won bronze.
5
52 კგ-მდე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შეჯიბრებაში ყველას აჯობა უზბეკმა შახობიდინ ზოიროვმა (მარჯვნივ). ფინალურ ორთაბრძოლაში მან დაამარცხა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მიხაილ ალოიანი (რუსეთი).
6
ვაჟთა მარათონული გარბენის ერთი ეპიზოდი. ამ სახეობაში ოქროს მედალი მოიპოვა კენიელმა ელიუდ კოპჩოგემ.
7
კალათბურთელ ვაჟთა ფინალური შეხვედრის მომენტი. აშშ-ის ნაკრებმა (ლურჯი მაისურებით) დაამარცხა სერბიის ეროვნული გუნდი - 96:66.
8
ამერიკელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ კაილ სნაიდერმა (წითელი ტრიკოთი, წონითი კატეგორია 97 კგ-მდე) ოქროს მედლისთვის ბრძოლაში სძლია აზერბაიჯანელ ხეთაგ გოზიუმოვს.
9
ველოკროსში ბადალი არ ჰყავდა შვეიცარიის წარმომადგენელს, ნინო შუსტერს.
10
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების დახურვის საზეიმო ცერემონია რიო-დე-ჟანეიროს "მარაკანის" სტადიონზე.