Accessibility links

გოჩა ვეტრიაკოვი: სტრატეგიული მოთმინება ჭირისუფალს ვერ დაამშვიდებს


გოჩა ვეტრიაკოვი

ოკუპაციის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა სასტიკი კრიტიკის ქვეშ მოექცა ხურჩაში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, რასაც 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობა მოჰყვა. საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები უმოქმედობაში დაადანაშაულა აშშ-ში, ტეხასში მცხოვრებმა სამხედრო ანალიტიკოსმა გოჩა ვეტრიაკოვმა. საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი, რომელმაც საქართველო 10 წლის წინ დატოვა სამხედრო-საზღვაო ძალების განადგურებისაკენ მიმართული პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მიიღოს საზღვრის დაცვის შესაბამისი კონცეფცია და აქტიურად აამოქმედოს დაზვერვის სტრუქტურები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზეც არ უნდა მოერიდონ დამნაშავე ელემენტების განეიტრალებას.

საუბარი გოჩა ვეტრიაკოვთან
please wait

No media source currently available

0:00 0:21:00 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG