თბილისში დაიდგა გენერალ მაზნიაშვილის ძეგლი
30 ნოემბერს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გენერალ მაზნიაშვილის ძეგლი დაიდგა. ძეგლის დადგმა მოსახლეობამ მოითხოვა და ის მისივე სახელობის სკვერში გახსნეს. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. 1921 წელს ის მეთაურობდა სამხედრო ნაწილებს წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში, იბრძოდა, ასევე, თურქების წინააღმდეგ, როდესაც ისინი საქართველოს ტერიტორიის დაკავებას ცდილობდნენ. გიორგი მაზნიაშვილი გარკვეული დროით საფრანგეთში გაექცა საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან დევნას, თუმცა მოგვიანებით მაინც დაბრუნდა საქართველოში. 1937 წლის საბჭოთა რეპრესიების დროს ის და მისი შვილი დააპატიმრეს, შემდეგ კი დახვრიტეს. გიორგი მაზნიაშვილის საფლავის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან