დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
21 მარტს მსოფლიოში აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველოშიც გამოეხმაურნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დაუნის სინდრომის მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე მოაწყვეს მსვლელობა, რომელიც ფლეშმობით დამთავრდა. დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადებაა და, საერთაშორისო სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველ 800 ბავშვზე დაუნის სინდრომის მქონე ერთი ბავშვი იბადება. ამჟამად საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე 275 პირია, აქედან 209 - თხუთმეტ წლამდე ასაკისა. სახელმწიფო ამ ეტაპზე აფინანსებს ადრეული განვითარების პროგრამას, რომელიც მხოლოდ 480 ბავშვზე, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონეებზეც არის გათვლილი. აქციის მონაწილეები საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან უფრო მეტ თანადგომას მოითხოვენ.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან