„დედამიწაზე საუკეთესო გალოშები“
რეკლამის ისტორია საქართველოში საუკუნეზე მეტს ითვლის - უფრო ზუსტად კი, საგაზეთო რეკლამის ისტორია. ის სათავეს იღებს მეცხრამეტე საუკუნის მიწურულსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც მედუქნეები, ვაჭრები, ექიმები თუ სასტუმროების მეპატრონეები მარტივი, პირდაპირი ტექსტებით დაწერილი განცხადებებით ცდილობდნენ კლიენტის მოზიდვას. დღეს, როდესაც სარეკლამო საქმე დიდ ბიზნესად იქცა, ის საგაზეთო რეკლამები თითქოს გულუბრყვილოდაც კი მოჩანს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეკლამის სფეროში მუშაობენ ან იკვლევენ მას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძველ გაზეთებში ნაპოვნი განცხადებები მათთვის მაინც ძალიან საინტერესოა სხვადასხვა მიზეზის გამო.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ძალადობაზე სპორტში და ქალი ფეხბურთელების ბრძოლაზე - ადვოკატი ანა თავხელიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები