Accessibility links

„დიდი ქართველის“ დაბრუნება


ალექსანდრე ქართველიშვილი

ხანგრძლივი დავიწყების შემდეგ, ისტორიული სამართლიანობა აღდგა და საქართველოს დაუბრუნდა ამერიკაში მოღვაწე სახელგანთქმული ავიაკონსტრუქტორის, ქართული წარმოშობის ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) სახელი. ვიდრე ამერიკის სამხედრო ავიაციის ლიდერი კომპანიის ხელმძღვანელის პოსტს მიაღწევდა, ალექსანდრე ქართველიშვილმა გამოსცადა ომი, ჭრილობა და ემიგრაციის მძიმე წლები, რომლის დროსაც მომავალი სახელგანთქმული ავიაკონსტრუქტორი პარიზის სცენებზე თავს ტანვარჯიშის ილეთების დემონსტრირებითაც კი ირჩენდა. სიცოცხლის ბოლომდე ალექსანდრე ქართველიშვილი, როგორც მაღალი დონის სახელმწიფო საიდუმლოების მატარებელი ადამიანი, მიუწვდომელი იყო პრესისა და ახლობლებისათვის. თუმცა, მასთან დაახლოებული ძალიან ვიწრო წრის გადმოცემით, ალექსანდრე ქართველიშვილი ბოლომდე ქართველად დარჩენილა და ზეპირადაც კი სცოდნია „ვეფხისტყაოსანი“. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ალექსანდრე ქართველიშვილს გაიხსენებენ რეჟისორი და მკვლევარი რამაზ ბლუაშვილი, ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის დისშვილი მხატვარი დიმიტრი ერისთავი და „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების“ პრეზიდენტი ლელა ქართველი.

დაწერეთ კომენტარი აქ

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG