Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურა - თავისუფლების გამოხატვის პლატფორმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

დეა მეტრეველი, გვანცა ჯობავა
დეა მეტრეველი, გვანცა ჯობავა

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. მან ეს სტატუსი 2014 წელს რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად მოიპოვა და მას შემდეგ მიმდინარეობს 2018 წლისთვის მზადება.

გადმოწერა

საქართველოს დარჩა ორი წელი იმისათვის, რომ სტუმარი ქვეყნის სტატუსის რანგში მსოფლიოს გააცნოს არა მხოლოდ ქართული ლიტერატურა, არამედ სხვადასხვა სახელოვნებო დარგიც.ამ ბოლო ხანებში გაჩნდა გარკვეული პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ განვლილი ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ძვრები არ განხორციელებულა ამ მიმართულებით და ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს ფაქტის მნიშვნელობას. რამდენიმე დღის წინ გამართეს პრესკონფერენცია ქართული გამომცემლობების მფლობელებმაც. როგორ ემზადება საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის ბაზრობისთვის, რა გაკეთდა და რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ საქართველომ სათანადოდ წარმოადგინოს თავი? ჩვენი კოლეგა, ნინო თარხნიშვილი, ესაუბრა „წიგნის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელს, დეა მეტრეველსა, და „წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარეს, გვანცა ჯობავას.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

This item is part of
XS
SM
MD
LG