როგორი იქნება მოსკოველთა დამოკიდებულება „უცხოეთის აგენტებად“ შერაცხული მედიისადმი?
15 ნოემბერს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადოს მედიასაშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას. უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ შეფასებით, ეს ზომა „სერიოზულ დარტყმას“ მიაყენებს მედიის თავისუფლებას რუსეთში. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მიეკუთვნება მედიასაშუალებებს, რომლებიც, რუსი ოფიციალური პირების თქმით, ახალი კანონით, შესაძლოა, გამოცხადდეს „უცხოეთის აგენტებად“. რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა მოსკოველებს მიმართა კითხვით, როგორი იქნება მათი დამოკიდებულება „უცხოეთის აგენტებად“ შერაცხული მედიისადმი.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ