Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენდერული თანასწორობა არაქართულენოვან სკოლებში


გენდერული თანასწორობა არაქართულენოვან სკოლებში
please wait

No media source currently available

0:00 0:46:09 0:00

საქართველოში პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობების სრული ინტეგრაცია ქვეყნის ცხოვრებაში. ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხების უმეტესობამ არ იცის სახელმწიფო - ქართული - ენა. აქ კი ბევრი რამ სწორედ განათლებაზე, მასწავლებლებზეა დამოკიდებული. იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა არაქართულენოვან სკოლებში, რა პრობლემები აქვთ, მათ შორის, გენდერული თანასწორობის მხრივ სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და მოსწავლეებს, საუბრობენ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორის ურთიერთობების ცენტრის პროგრამის მენეჯერი ნათია გორგაძე და ბოლნისის აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ქართული ენის მასწავლებელი ლალი ასლამაზაშვილი-დალაქიშვილი. საუბარს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მზია ფარესიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG