Accessibility links

ქალები და საარჩევნო სიები


დღეს „გენდერულ ამბებში“ ვსაუბრობთ ისეთ, პოლიტიკურად უკვე აქტუალურ, საკითხზე, როგორიცაა საარჩევნო სიები და მათი გენდერული მგრძნობელობა. არჩევნებამდე ოთხ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და ჯერაც არ არის გარკვეული, გენდერული კვოტირების ვალდებულება გახდება თუ არა საკანონმდებლო ნორმა. ამ ვითარებაში უკვე გამოქვეყნდა ერთი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიის პირველი ათეული, რომელშიც კანდიდატებს შორის მხოლოდ ორი ქალია. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა პარტიები, რა კეთდება პარტიული დემოკრატიის გასაძლიერებლად, სად არიან აქტიური ქალები? - ამ და სხვა საკითხებზე თავიანთ მოსაზრებებს გვიზიარებენ „გენდერული თანასწორობის ქსელის“ კოორდინატორი მაია კუპრავა-შერვაშიძე და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელი მაია გრძელიშვილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG