Accessibility links

ქალები „ახალი მზიურისთვის“


შარშან აგვისტოში სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ პროექტ „ახალი მზიურის“ მხარდამჭერი ვიდეომიმართვები გამოჩნდა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იმაზე ლაპარაკობდნენ, როგორი სურდათ ყოფილიყო „მზიური“. ვერეს ხეობაში მდებარე პარკის გაცოცხლებისა და აღდგენის იდეა „მზის ფესტივალის“ ორგანიზატორს ანა გოგუაძეს და მის მეგობრებს ეკუთვნით. ახალი “მზიური” აღარ უნდა ჰგავდეს ძველს, ის უნდა იყოს უფრო ხმაურიანი, უფრო სუფთა, მოვლილი და ღია ყველასათვის - ეს არის იდეის მთავარი არსი. იდეის განხორციელებაში ყველაზე აქტიურად ჩაერთნენ დედები. გადაცემაში „გენდერული ამბები“ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა შედეგი გამოიღო დედების ძალისხმევამ. გადაცემის სტუმრები არიან ლია ტაბატაძე - დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირ "ჩვენი ბავშვების" წარმომადგენელი; მირანდა ძიძიგური - დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირ "ჩვენი ბავშვების" წარმომადგენელი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG