Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვარდების რევოლუცია" ათი წლისაა

ვარდების რევოლუციას, რომელიც 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას მოჰყვა, ათი წელი შეუსრულდა. ზუსტად ათი წლის წინ, 23 ნოემბერს, სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტში შეიჭრნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებმაც სხდომათა დარბაზი დაიკავეს და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს. პრეზიდენტი გადადგა, ხოლო რამდენიმე თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.

XS
SM
MD
LG