რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის მე-11 დღე, 16 აგვისტო, უხვმოსავლიანი გამოდგა საქართველოს დელეგაციისთვის: ზემძიმე წონაში მოასპარეზე ძალოსნებმა, ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ, შესაბამისად, ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (წონითი კატეგორია 66 კგ-მდე) ქართველთა ოლიმპიურ მონაგარს კიდევ ერთი „ბრინჯაო“ შეჰმატა. ამრიგად, ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების დამთავრებამდე ხუთი დღით ადრე საქართველოს სპორტსმენთა ანგარიშზეა ხუთი მედალი: ერთი „ოქრო“, ერთი „ვერცხლი“ და სამი „ბრინჯაო“ (მანამდე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიგეს ძიუდოისტებმა ვარლამ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა). ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილია რამდენიმე ეპიზოდი ქართველი მედალოსნების ოლიმპიური ცხოვრებიდან.
რიოს ქართველი მედალოსნები
11
90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალურ შერკინებაში გამარჯვებას ზეიმობს.
12
ვარლამ ლიპარტელიანის ფინალური ორთაბრძოლა იაპონელ მაშუ ბეიკერთან. გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა.
13
ვარლამ ლიპარტელიანს ერთი ნაბიჯი დააკლდა ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე. 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ტურნირში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე 27 წლის ფალავანმა ცრემლები ვერ შეიკავა.
14
24 წლის გორელმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში.
15
მეოთხედფინალში ლაშა შავდათუაშვილი დამარცხდა იაპონელ შოჰეი ონოსთან, რომელმაც შემდეგ კიდევ ორი შერკინება მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
16
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა წმინდად დაამარცხა ისრაელის წარმომადგენელი საგი მუკი.
17
გამარჯვებულის ზეიმი: ეს წუთია, დამთავრდა ლაშა შავდათუაშვილისა და საგი მუკის ორთაბრძოლა.
18
73 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა ოლიმპიური ტურნირის პრიზიორები (მარცხნიდან): ბრინჯაოს მედალოსნები დირკ ვან ტიხელტი (ბელგია) და ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), ოქროს მედლის მფლობელი შოჰეი ონო (იაპონია) და ვერცხლია პრიზიორი რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი).
19
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (მარცხნივ) ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მოიპოვა. 57 კგ-მდე წონითი კატეგორიის ოლიმპიური ტურნირის ფინალში 25 წლის გორელმა ფალავანმა დაძაბულ ბრძოლაში სძლია 20 წლის იაპონელ რეი ჰიგუჩის.
20
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონობას ზეიმობს.