თედო ჯაფარიძე: კონფლიქტების მოგვარების პრობლემას ახალი იდეები სჭირდება
გერმანია, ნატოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო, ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ნოემბრის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციის პროექტში სადავო ჩანაწერის გაკეთებას - საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ. (http://bit.ly/2fJCqtw). დიპლომატიური წყაროების აზრით, ამ ფორმულირების მიმართ გერმანიის პოზიცია, 24 სექტემბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ან შერბილდება, ან გამკაცრდება. აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე დღეს ბერლინში ჩავიდა და გერმანის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. დელეგაციაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საუბარი მერკელსა და კვირიკაშვილს შორის შეეხებოდა როგორც ევროკავშირში საქართველოს ადგილს, ისე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას და გერმანიის როლს ამ პრობლემის გადაჭრაში.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი