ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
საქართველოში ვიზიტით იმყოფება ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი. იგი თბილისში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა კვირას იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის გამო. შეხვედრისას ხაზი გაუსვეს საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, რაც ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების, ძლიერი პარტნიორობისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა. საქართველო-ისრაელის დიპლომატიურ ურთიერთობებს 25 წელი უსრულდება, ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობა კი 2600 წელს ითვლის.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში