12 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ირაკლი ფიფია, წინანდლის მუზეუმის დირექტორის მოადგილე. წინანდალში კერძო კომპანიების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და საერთაშორისო ფესტივალების თანამშრომლობის შედეგად 2019 წლიდან მასშტაბური ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი გაიმართება, მანამდე კი მომზადდება გარემო კლასიკური მუსიკის მოყვარულებისა და პროფესიონალებისთვის, სადაც მათ შეეძლებათ სწავლა, მუშაობა და ღონისძიებების მოწყობა. 14 სექტემბერს კლასიკური მუსიკის კონცერტით იგეგმება წინანდლის მამულებში 1000 კაცისთვის განკუთვნილი ამფიტეატრის გახსნა.
რა ადგილს დაიკავებს წინანდალი მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე, როგორ გამოაცოცხლებს თავად წინანდალს ახალი ფუნქცია და რა ტიპის სამუშაოები იგეგმება ფესტივალის სრული მასშტაბით გახსნამდე - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.