კონფერენცია ადრეულ ქორწინებასა და გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკაზე
11 ივლისს „თბილისი მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე „რელიგიის როლი ქალისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციაში“. კონფერენციაზე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მიიღო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაუშვებელია 18 წლამდე ასაკში ქორწინების ხელშეწყობა. კონფერენცია გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, მუსლიმთა სამმართველოს, კავშირ „21-ე საუკუნისა“ და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის თანამშრომლობით ჩატარდა. კონფერენციის მიზანი იყო ქალებისა და გოგონების ძალადობისგან დასაცავად განხორციელებულ ღონისძიებებში რელიგიური ორგანიზაციებიც ჩართულიყვნენ.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"