11:20
27.10.2013
N63 საარჩევნო უბანი 7:00 საათზე გაიხსნა, ამომრჩეველმა 8:00 საათიდან დაიწყო მოსვლა. კომისიის მდივნის, ცისანა ორბელიანის განცხადებით, ”პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე 120-მა ამომრჩეველმა მიიღო.’ - გვატყობინებს მარი ძაგოევი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
11:22
27.10.2013
ზესტაფონის N51 და N40 უბნებზე არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, - გვატყობინებს ქრისტინე ჯაგიევი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
11:23
27.10.2013
N6 უბნის დამკვირვებელი დავით კეთილაძე აცხადებს, რომ ”საარჩევნო უბანზე აქტივობა ჯერჯერობით დაბალია, თუმცა დრო ჯერ კიდევ ბევრია. დარღვევები არ დაფიქსირებულა." - გვატყობინებს თამთა ყიფიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
11:25
27.10.2013
ზესტაფონში, N42 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი გიორგი თელია ყვირილითა და ჩხუბით შევიდა. სიტუაცია უბნის დამკვირვებლებმა გაანეიტრალეს. ამ ეტაპზე უბანზე სიმშვიდეა. - გვატყობინებს ქრისტინე ჯაგიევი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).