Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

10:45 1.10.2012
თბილისში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე N5 საარჩევნო უბანზე დილიდან ხალხმრავლობაა. დაახლოებით 70 ადამიანი ელოდება თავის რიგს. ამ დროისთვის ხმა მისცა 250 ადამიანმა. შენობაში დაახლოებით 5-6 ჟურნალისტი და 10-მდე დამკვირვებელია, მათ შორის ერთი - ეუთოს დამკვირვებელი. ამ უბანზე ხმა მისცა გიორგი თარგამაძემ. - გვატყობინებს თბილისიდან იანა ისრაელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
10:36 1.10.2012
ქალაქ რუსთავში ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია. დილიდან რიგია ყველა საარჩევნო უბანზე. - გვატყობინებს რუსთავიდან მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
10:32 1.10.2012
ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარის N12 სარჩევნო უბანზე 2008 წლის არჩევნების დარღვევებს იხსენებენ. ერთ-ერთი ამომრჩეველი ჰყვება: "მაშინ მამაჩემიც იყო სიაში, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ გარდაიცვალა". - გვატყობინებს სოფელ დიდაჭარიდან ნინო ხიმშიაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
10:24 1.10.2012
დიღმის მასივის N8 ოლქის N53 უბანზე ერთმა მოქალაქემ საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში ვერ იპოვა და საარჩევნო უბანი დატოვა. - გვატყობინებს თბილისიდან ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG