Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

14:17 1.10.2012
გორის რაიონის სოფელ ტირძნისის საარჩევნო უბნიდან სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჯანრმთელი სამყაროს" დამკვირვებელი გააძევეს მას შემდეგ, რაც უბანთან ადამიანების ხელში წინასწარ შემოხაზული 5-ნომრიანი შვიდი ბიულეტენი აღმოაჩინა და გააპროტესტა. ეს განცხადება სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირინა ფუტკარაძემ გააკეთა. - იტყობინება გოგა აფციაური (რადიო თავისუფლების კორესპონდენტი).
14:20 1.10.2012
თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში განთავსებულ N21 და N66 საარჩევნო უბნების შესასვლელთან აღინიშნება ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორების აქტიურობა, რომლებიც ამომრჩევლებს შეკითხვებს უსვამენ. - გვატყობინებს თბილისიდან გიორგი ხვედელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
14:27 1.10.2012
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია იტყობინება, რომ საჩივარი რაიმე სახის დარღვევაზე ჯერ არ შესულა. - იტყობინება მაკა მაჭავარიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
14:27 1.10.2012
თბილისში, გლდანის N21 და N22 საარჩევნო უბნების კოორდინატორები მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან და აღნიშნავენ, ვინ მივიდა მათი სადარბაზოდან ხმის მისაცემად. - გვატყობინებს თეონა ბექაური (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG