18:35
1.10.2012
თბილისში, საბურთალოს N68 უბანზე ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა მისცა ხმა, რიგები შემცირდა და ამ წუთებში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა შეინიშნება. - იტყობინება სოფო ბურდული (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:39
1.10.2012
გორში N32 ოლქის N13 საარჩევნო უბანში ერთ-ერთ ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება. ამომრჩეველი ამას მხოლოდ ხმის მიცემის შემდეგ მიხვდა. - გვატყობინებს მარიამ ახალკაცი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:40
1.10.2012
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიის თანახმად, 18 საათის ინფორმაციით, აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 51,7 პროცენტმა, ანუ არჩევნებზე სულ გამოცხადდა 157588 ადამიანი.
18:41
1.10.2012
19:00 საათზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აპირებენ შეკრებას. - იტყობინება ნატა ავალიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).