18:56
1.10.2012
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, N26 საარჩევნო უბანთან მანქანაში მჯდომი ქალი, იწერს ნომრებსა და გვარებს, რომელსაც მას კარნახობენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. ისინი ამომრჩევლებს ეკითხებიან, თუ ვის მისცეს ხმა, იუწყება ირაკლი არეშიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
19:01
1.10.2012
თბილისში, საბურთალოს N36 საარჩევნო უბანზე, ამ დროისათვის ამომრჩეველთა რაოდენობა ძალიან მცირეა, საარჩევნო დღემ მშვიდად ჩაიარა, იტყობინება გიო ზედგენიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
19:06
1.10.2012
ხაშურის რაიონის N45 საარჩევნო უბნიდან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა კენჭისყრის დასრულებამდე გაიტანეს ყუთი, მაგრამ ამომრჩევლებმა მოახერხეს შეწინააღმდეგება და ყუთი უკან დააბრუნებინეს. ამჟამად ხაშურის რაიონის N10 საარჩევნო უბანთან შეკრებილია ხალხი, რომლებიც არჩევნების დასრულებას ელოდებიან, რადგან შიშობენ, რომ ყუთს იქიდანაც დროზე ადრე გაიტანენ, იუწყება მაგდა კომლაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
19:07
1.10.2012
თბილისში, დიღმის მასივის N8 ოლქის N53 საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის" წევრებმა უბანი დატოვეს, იუწყება ნათია ხვადაგიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).