Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

00:39 2.10.2012
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცნობილი გახდა ეგზიტპოლების შედეგები. ოთხი სხვადასხვა ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასწარი მონაცემებით, მათ მაჟორიტარული არჩევნები 53 ოლქში მოიგეს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გამარჯვებას თავისუფლების მოედანზე ზეიმობს.
00:42 2.10.2012
საარჩევნო უბანი სოფელ დიდაჭარაში
საარჩევნო უბანი სოფელ დიდაჭარაში
01:55 2.10.2012
ჩეხეთში, პრაღის 42-ე საარჩევნო უბანში, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოშია განთავსებული, დასრულდა ხმების დათვლის პროცედურა. რეგისრირებული 240 პირიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 93-მა. 68 ხმა მიიღო "ქართულმა ოცნებამ", 17 - ნაციონალურმა მოძრაობამ, 1 - ლეიბორისტულმა პარტიამ, 1 - სპორტსმენთა კავშირმა, 1 - "სამართლიანმა საქართველომ" და 1 - ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა. - იტყობინება კობა ლიკლიკაძე (რადიო თავისუფლება).
01:56 2.10.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საჩივრით მიმართავს ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვს, ბათილად გამოცხადდეს კენჭისყრის შედეგები ხაშურის მე-3, მე-5, მე-10, მე-19, 45-ე და 46-ე უბნებზე, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, შეიჭრნენ სპეცდანიშნულების რაზმები და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს. საია მოითხოვს, აგრეთვე, ბათილად იქნეს გამოცხადებული 26-ე უბნის შედეგები, რადგან ამ უბნიდან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მტკიცებით, გამოაძევეს დამკვირვებლები. მანამდე კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხაშურის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სპეცრაზმი შეიჭრა. „ხაშურში მე-10 საარჩევნო უბაზე სპეცრაზმი შეიჭრა. მათ ყველა გასასვლელი კარი ჩაკეტეს და ხალხს გარეთ არ უშვებენ. ხაშურის მოსახლეობა მე-10 საარჩევნო უბანთან არის შეკრებილი და მათ შენობიდან ხალხის შემზარავი ხმები ესმით, ისინი გარეთ გამოშვებას ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG