10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. ამ დღის წლევანდელი სლოგანია - "ხანდაზმული ადამიანები და ფსიქიკური ჯანმრთელობა", თუმცა საქართველომ ამ დღის აღსანიშნავად ყურადღება სტიგმის დაძლევაზე გაამახვილა, რაც, ფსიქიატრ მანანა შარაშიძის შეფასებით, კვლავაც რჩება საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთ დაუძლეველ პრობლემად. რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას ფსიქიკური ჯანდაცვის სფერო, როგორ ვითარდება თემზე დაფუძნებული სერვისები და როდის ექნება საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა? - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება ”ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის” გამგეობის თავმჯდომარეს, მანანა შარაშიძეს ესაუბრა.
-
ეკა ქევანიშვილი
მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.