Accessibility links

მარშალ კონევის ტრიუმფით დაბრუნება პრაღაში

საბჭოთა მარშლის, ივან კონევის ძეგლის სადავო მოხსნის შემდეგ აპრილში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა მეთაური პრაღაში დააბრუნეს.

ლანდშაფტის - ქუჩის ხელოვნების, უკვე მერვე ფესტივალის ჩარჩოებში პრაღის ჟიჟკოვის რაიონში დაიდგა ივან კონევის ახლახან მოხსნილი ძეგლის, 12 მომცრო ზომის ასლი. მათი ავტორები არიან ჩეხი ხელოვანები: ტომაშ ვრანოვი, მარტინა პაველკოვა და ვაცლავ მინარჟიკი. ზოგიერთი ისეა მოხატული, რომ სამხედრო მეთაური სუპერმენს მიამსგავსეს, ზოგი ბეტმენს განასახიერებს, არის, ასევე, მარშალი ჯოკერის და თვით ადოლფ ჰიტლერის სახით.

ბოლო ხანებში პრაღასა და მოსკოვს შორის ურთიერთობა უარესდება, ჩეხეთის აზრით, რუსეთში ისტორიის მზარდი თანმიმდევრულობით დამახინჯების ფონზე.

უთანხმოების მთავარი საგანი იყო მარშალ კონევის ძეგლის მოხსნა პრაღაში. კონევის არმია 1945 წლის მაისში შემოვიდა პრაღაში და ითვლება, რომ ამით დასრულდა პრაღის განთავისუფლება 9 მაისს. ითქვა, რომ კონევის ძეგლის ადგილზე ქალაქის განმათავისუფლებელთა ძეგლს დადგამდნენ, საბჭოთა მარშლის ძეგლი კი მუზეუმში იქნებოდა გადატანილი.

რუსეთში ეს გადაწყვეტილება არ მოეწონათ და ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა მას მერე რაც მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ მოსკოვი გეგმავდა პრაღელი პოლიტიკოსების მოწამვლას სამაგიეროს გადახდის მიზნით იმ ნაბიჯებისთვის, რომლებიც რუსეთს არ მოსწონდა, და მათ შორის იყო კონევის ძეგლის აღება.

მოგვიანებით ეს ცნობები ტყუილი გამოდგა და, როგორც ჩეხმა მოხელეებმა განაცხადეს, „შიდა კონფლიქტი“ იყო ყველაფრის სათავე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG