შეხვედრა ერგნეთში
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ერგნეთში ერთი შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მოიწონეს წინადადება სამმხრივი მექანიზმის აღდგენის თაობაზე. თავის დროზე სამმხრივ მექანიზმში შედიოდნენ წითელი ჯვრის კომიტეტის, საქართველოსა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც განიხილავდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ომის დროს დაღუპულთა გადასვენების საკითხებს. 16 დეკემბრის შეხვედრაზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა პროვოკაციების საფრთხეზეც ილაპარაკა. მისი განცხადებით, პანკისის ხეობაში ხდება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა მობილიზაცია.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ