ქართველი მორაგბეების თანადგომა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს
საქართველოს სარაგბო ნაკრების წევრები “რაგბი ევროპის“ ბოლო ტურში, რუმინეთთან თამაშის წინ, მინდორზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომლებზედაც ეწერა – ტატუნაშვილი. ასე გამოეხმაურნენ ბორჯღალოსნები არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ოკუპირებულ ცხინვალში. „ეს ჩვენი საერთო იდეა იყო, გუნდური გადაწყვეტილება. ამ ჟესტით თანაგრძნობა გამოვხატეთ მისი ოჯახის მიმართ”, – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე. ქართველმა მორაგბეებმა თამაში მოიგეს ანგარიშით - 25:16 და ჩემპიონატის თასთან ერთად, გარდამავალ თასსაც დაეუფლნენ – ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრებში თამაშდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თასი რუმინელთა ხელში იყო.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ძალადობაზე სპორტში და ქალი ფეხბურთელების ბრძოლაზე - ადვოკატი ანა თავხელიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები