Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჩაბლის 13 - სარაჯიშვილის სახლი, დიდი თავგადასავლით

შენობა, რომელიც დღეს, 2016 წელს, „მწერალთა სახლის“ სახელითაა ცნობილი, 1905 წელს აშენდა როგორც დავით სარაჯიშვილის სასახლე - გამორჩეული ადგილი თბილისური ბოჰემური ცხოვრების და დიდი შეხვედრებისა. დავით სარაჯიშვილმა გარდაცვალების შემდეგ სახლი მეუღლეს დაუტოვა. ეკატერინე ფორაქიშვილმა კი, რადგან მემკვიდრეები არ ჰყოლიათ, სახლი ძმას, ადამ ფორაქიშვილს, უანდერძა. ისტორიამ ზუსტი დეტალები ვერ შემოინახა, თუმცა ცნობილია, რომ მალევე სახლი აუქციონზე გაყიდვის საშიშროების წინაშე დადგა. სწორედ მაშინ მიმართა თბილისელი საზოგადოების ერთმა ნაწილმა აკაკი ხოშტარიას, კიდევ ერთ მაშინდელ ქველმოქმედსა და ფინანსისტს, და, ამ სახლის გადარჩენის მიზნით, მისი ყიდვა სთხოვა. ასეც მოხდა. თუმცა გასაბჭოების შემდეგ, იმის გამო, რომ მენშევიკურ მთავრობას უჭერდა მხარს, ხოშტარია ემიგრაციაში წავიდა. სახლი ისევ ჰაერში დარჩა. ამ დროს გამოჩნდნენ „ცისფერყანწელები“ და, როგორც გადმოცემით არის ცნობილი, პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ინიციატივით და რევოლუციურ კომიტეტთან მოლაპარაკებით, გასაბჭოებიდან მესამე დღესვე, 1921 წელს, სარაჯიშვილის სახლი მაშინდელ „მწერალთა და ხელოვანთა კავშირს“ გადაეცა.

16x9 Image

გიორგი გოგუა

გიორგი გოგუა არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან.

XS
SM
MD
LG