Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარლამ ლიპარტელიანი. 30 ივლისი


წვიმამ გადაიღო, მაგრამ ცოტა ქარია, გრილა. ლონდონში ყოველდღე წვიმს ცოტ-ცოტა. ჩვენთვის პრობლემა არ არის, ჩვენთვის კარგი ამინდია, მაგრამ ზოგს წვიმა დიდად არ ეხატება გულზე - სახეობას გააჩნია...

მაგალითად, მშვილდოსნობა ავიღოთ. ჩვენმა ქრისტინე ესებუამ დღეს უამინდობის გამო ვერ იასპარეზა. მისი შეხვედრა ჩილელ სპორტსმენთან ხვალისთვის გადადეს.

დღეს ჩვენი ოლიმპიელებიდან პირველი ჩვენი გუნდის წევრი ნუგზარ ტატალაშვილი გამოვიდა 73 კილოში. სამხრეთკორეელს ხვდებოდა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს კი ჩუნ ვანს. რა ვიცი აბა, ჩემი აზრით, ნუგზარმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეიძლებოდა; ბოლომდე დაიხარჯა - უნდა მოეგო, მაგრამ სხვანაირად გამოვიდა. ვფიქრობ, მსაჯის შეცდომა იყო. ეს ჩემი პირადი აზრია.

დილიდან ვვარჯიშობ, ტატამზე ჩემი გასვლის დღე ახლოვდება და ბევრი უნდა ვივარჯიშო.

ყველანი ვვარჯიშობთ, წონას ვიკლებთ ბიჭები. ცოტა მოვიმატეთ, მგონი. ალბათ იმიტომ, რომ ოლიმპიური სოფლის სასადილოში ძალიან გემრიელი საჭმელია :)

ვვარჯიშობთ გამალებული. შენს წონაზე ერთი გრამით მეტი რომ იყო, არ შიძლება. მაშინვე მოგხსნიან შეჯიბრიდან. ერთი ასეთი შემთხვევა ხომ უკვე გვქონდა ლონდონში საქართველოს დელეგაციას.

მე 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოვდივარ. ოთხმოცდაათს გრამებიც რომ გადავაცილო აღარ მაჭიდავებენ. ნაკლები თუ ვიქნები, პრობლემა არ არის. ერთი-ორი კილოთი ნაკლები უკეთესიც კია. ქვედა წონითი კატეგორია 81 კილოა. ამ წონას 10 გრამითაც რომ აცდე, უკვე 90 კილოში უნდა გამოხვიდე. მოკლედ ვვარჯიშობთ და ვაკონტროლებთ წონას.

ხვალ ავთო ჭრიკიშვილი ასპარეზობს სწორედ 81 კილოში. ვემზადებით და ძალიან ვგულშემატკივრობთ.

ზეგ კი უკვე ჩემი გამოსვლის დღეა...
XS
SM
MD
LG