Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

41 ნაბიჯი დამარცხებისაკენ


(სახელმძღვანელოდ მომავალი მთავრობებისთვის)

რატომ წააგო "ნაციონალურმა მოძრაობამ"?

1. ქედმაღლობის, სიტუტუცის, ისტერიულობისა და ხეპრული თავდაჯერებულობის გამო.

2. ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებული ბუნდოვანების გამო.

3. სანდრო გირგვლიანის ოქროყანის ტყეში აყვანის გამო.

4. სანდრო გირგვლიანის დაღუპვაზე რეაქციის გამო.

5. პროკურატურის გამო.

6. მთავარი პროკურორების, არამთავარი პროკურორების, ვაჭარი ადვოკატებისა და მთხლე მოსამართლეების გამო.

7. ბიზნესების წართმევის გამო.

8. ფინანსური მონოპოლიების გამო.

9. სახელისუფლებო ელიტის მცირე ჯგუფის უცებ, შთამბეჭდავად და საეჭვოდ გამდიდრების გამო.

10. "ნულოვანი ტოლერანტობის" გამო.

11. ციხეებში წამების გამო.

12. ფსევდოლიბერალიზმის გამო.

13. არაადეკვატური და არაარგუმენტირებული სიმკაცრის გამო.

14. დემაგოგიის, აფერიზმისა და ცინიზმის გამო.

15. მ. სააკაშვილის დღე და ღამე ტელეეთერში ყოფნისა და მისი ბღავილის გამო.

16. დანაშაულისა და სასჯელის შეუსაბამობის გამო.

17. ტელევიზიაში სპეცრაზმის შეჭრის გამო.

18. უშედეგო და უაზრო მილიტარიზაციის გამო.

19. 2008 წელს დაკარგული სოფლების გამო.

20. "მოდელირებული ქრონიკის" გამო.

21. ფულის უპასუხისმგებლო ხარჯვის გამო.

22. რიყის დამახინჯების გამო.

23. ბაგრატის ტაძრის "აღდგენის" გამო.

24. კრიტიკულ აზრთან მტრობის გამო.

25. ხალხის "ჩემიანებად" და "მტრებად" დაყოფის გამო.

26. სატელეფონო მოსმენების გამო.

27. ტელეფონში თავისუფლად საუბრის შიშის გამო.

28. ჩაგვრის სურვილის გამო.

29. ხელისუფლების "ქურდული მენტალიტეტის" გამო.

30. შეცდომების არაღიარების და შეცდომებზე არსწავლის გამო.

31. 2011 წლის 26 მაისის აღლუმის გამო.

32. ჰედონიზნის გამო.

33. ფავორიტიზმის გამო.

34. ჩარევების გამო: ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის არჩევნებით დაწყებული და საინფორმაციო გადაცემების სიუჟეტების შეთხზვა-კონტროლით დამთავრებული.

35. ადამიანების "ლოტო-ტრონით" გათამაშების გამო.

36. მანდატურების გამო.

37. მინისტრებად იდიოტების დანიშვნის გამო.

38. საგანგაშოდ მოტივირებული და აგრესიული ცოლების გამო.

39. რეფორმების ჩაფლავების გამო.

40. "ვარდების რევოლუციის" ღირებულებების ღალატის გამო.

41. ცოცხების არამიზნობრივი გამოყენების გამო.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG