Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიროტექნიკის ბნელი მხარე


პიროტექნიკის ბნელი მხარე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:25 0:00

წინასაახალწლო ბაზრობის დახლები სხვადასხვა სახის პიროტექნიკითაა სავსე. პიროტექნიკა იყიდება ბაზრობების მიღმაც - მარკეტებში, ჯიხურებში... ყველგან. კანონმდებლობა პიროტექნიკის რეალიზაციასთან მიმართებით არავითარ შეზღუდვას არ აწესებს. მისი შეძენა ბავშვსაც კი შეუძლია. კანონმდებლობაში არსებული ზოგადი ჩანაწერის თანახმად, საქართველოს ბაზარზე განთავსებულ ყველა პროდუქციას ქართულენოვანი ეტიკეტი უნდა ჰქონდეს. ამ წესს პიროტექნიკის რეალიზატორები ნაწილობრივ ითვალისწინებენ: დიდი ზომის ფოიერვერკებს ქართული ეტიკეტი ახლავს, მაგრამ მცირე ზომისას - იშვიათად. წინასაახალწლო დღეებში, პიროტექნიკის არამართებული გამოყენების გამო, დამწვრობის ცენტრში უკვე 5 დაშავებული მოხვდა. მათგან ერთი 3 წლის ბავშვი, ხოლო დანარჩენები 8-9 წლის მოზარდები არიან.

XS
SM
MD
LG