სტუ-ს პროფესორები შიმშილობას განაგრძობენ
თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ფოიეში შიმშილობის საპროტესტო აქციას მართავს ამ სასწავლებლის ხუთი პროფესორი. მათგან სამმა აქცია სამი დღის წინ დაიყო, ხოლო მეოთხე და მეხუთე დღეს მოშიმშილეებს კიდევ თითო პროფესორი დაემატა. ამ უკანასკნელთა თქმით, ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ დააკმაყოფილებენ მათს მოთხოვნებს. ესენია: გადადგნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გაუქმდეს აკადემიური საბჭო. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, ისინი უკანონოდ არიან რჩეული და, თანაც, საკუთარ მოვალეობებსაც ვერ ასრულებენ. განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე სამინისტრომ უკვე მოამზადა ადმინისტრაციული დოკუმენტი, რომლის გასაჩივრება სასამართლოშიც შეიძლება. ეს კი, მინისტრის თქმით, თავიდან აგვაცილებდა პროტესტის ასეთ რადიკალურ ფორმას.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"