18 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სამოქალაქო განვითარების ცენტრის თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე.
2016 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა გასული წლის მიწურულს მიიღო. ცვლილებები შეეხო დისტანციურ სწავლებას, სახელმძღვანელოების გრიფირებას, საზღვარგარეთ აღიარებული პროგრამების საქართველოში აღიარებას, სკოლების დაფინანსების წესსა და სკოლების ტიპებად დაყოფას.
რას მოუტანს განათლების სისტემას საკანონმდებლო ცვლილებები, რა საფრთხეებს შეიცავს სკოლების ტიპებად დაყოფა, დაფინანსების ნაკლებად მკაფიო სისტემა და სახელმძღვანელოების გრიფირების შეცვლილი წესი - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.