მარია გაბრიელი: რა დავუპირისპიროთ გამოგონილ ამბებს
15 იანვარს ბრიუსელში გაიმართა პირველი შეხვედრა ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფისა, რომელსაც „გამოგონილი ამბების“ პრობლემაზე მუშაობა ევალება. ჯგუფის მიზანია, აპრილის ბოლომდე შეიქმნას ევროკავშირის სტრატეგია პრობლემასთან გასამკლავებლად. ევროკომისარმა დიგიტალური ეკონომიკის საკითხებში, მარია გაბრიელმა 2017 წლის ნოემბერში გამოაცხადა ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შესახებ და მის წევრებად შეარჩია 40 ადამიანი. როგორც გაბრიელმა 15 იანვარს აღნიშნა, „გამოგონილი ამბები“, შესაძლოა კანონს არ არღვევდეს და არც სიახლეს წარმოადგენდეს, მაგრამ ისინი „შემაშფოთებელი“ მასშტაბით ვრცელდება და საფრთხეს უქმნის მედიის რეპუტაციასა და, ზოგადად, დემოკრატიას. (ოპერატორი - მარეკ ჰაიდუკი)
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"