17 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო იურისტი ანანო ცინცაბაძე, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ინიციატივა საჯარო სივრცისთვის."
რა ხარვეზებია ქალაქის განაშენიანების პოლიტიკაში, რამდენად გათვალისწინებულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო ინტერესი, რა სამართლებრივ დავებს აწარმოებს "ინიციატივა საჯარო სივრცისთვის" კულტურული მემკვიდრეობისა და საჯარო სივრცეების დაცვისთვის და როგორ შეიძლება მოქალაქეებმა დაიცვან საკუთარი გარემო არასასურველი ჩარევისგან - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
(18 იანვარს ანანო ცინცაბაძე ქალაქის განაშენიანების პოლიტიკაში არსებული ხარვეზების შესახებ საჯარო ლექციას გამართავს საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტის ოფისში)
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.