7 სექტემბერს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო იურისტი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ ანანო ცინცაბაძე, რომელიც, გასული თვეების განმავლობაში იკვლევდა ქალაქგეგმარებასა და მშენებლობასთან დაკავშირებულ
გადაწყვეტილებებში მოქალაქეების ჩართულობას.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მუნიციპალიტეტები და ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაცია მათ სივრცეში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
რამდენად ასრულებენ სახელმწიფო სტრუქტურები კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, რა გზით შეუძლიათ მოქალაქეებს მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება და რა ტიპის პრობლემებს ქმნის მოსახლეობის გამოთიშვა ქალაქგეგმარებითი პროცესებიდან – ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.