13 ოქტომბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო გელა კვაშილავა, დამფუძნებელი ფონდისა "პარტნიორობა - საგზაო უსაფრთხოებისთვის".
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების და მათ შედეგად დაშავებული ან დაღუპული ადამიანების რიცხვი საკმაოდ შემაშფოთებელია, ცალკეული ინიციატივები, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ არის მიმართული, არსებულ მძიმე მდგომარეობას ვერ ცვლის. რომელი გზებია განსაკუთრებით საშიში მოსახლეობისთვის, რა კეთდება ავტოსაგზაო შემთხვევების პრეცენციისთვის და როგორ შეიძლება ქვეითთა და მანქანით მოსიარულეთა სიცოცხლის დაცვა გადაადგილებისას - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.