Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი მძლეოსნობის ფედერაციის რეფორმირებას აპირებს


ფოტო: Shutterstock
ფოტო: Shutterstock

რუსეთის ოლიმპიური გამოდის რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის რეფორმირების ინიციატივით დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო. ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც გამოქვეყნდა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელების, ალექსანდრ ჟუკოვისა და ტომას ბახის შეხვედრის შემდეგ. რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას დროებით აეკრძალა მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში - მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებში - დოპინგის სისტემატურ ხმარებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო. მონაკოში გამართულ საგანგებო სხდომაზე, 22 ხმით ერთის წინააღმდეგ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საბჭომ, რომელმაც გაითვალისწინა საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს შესაბამისი რეკომენდაცია.

XS
SM
MD
LG